ესპანეთის პოლიციამ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის ორგანიზებისთვის სნაიპერი დააკავა
კატალონიის სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს, რომელიც, სავარაუდოდ, ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესზე თავდასხმას გეგმავდა. ფაქტის შესახებ ინფორმაციას გამომცემლობა Publico ავრცელებს.
დაკავებული კატალონიის მცხოვრები 63 წლის მამაკაცია, ის დაცვის სამსახურში მუშაობდა და შესაბამისად, იარაღზე ლიცენზია ჰქონდა.
ესპანური მედიის ცნობით, თავდასხმის მომზადების მიზეზი ესპანეთის მთავრობის ინიციატივა, დიქტატორ ფრანსისკო ფრანკოს ცხედრის ექსჰუმაცია გახდა.