ზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან

0

„ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთ ოჯახს დაუბრუნდნენ და ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და გიგი უგულავას შეხვედრას გამოეხმაურა.
ქუცნაშვილის შეფასებით, ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა. „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ერთ ოჯახს დაუბრუნდნენ, ერთი ლექსიკით საუბრობენ და “ზაპოროჟეცისა” და ჟანგიანი ადამიანების ძახილის შემდეგ, ერთმანეთს უსირცხვილოდ ეფერებიან.
ეს ადამიანები გულწრფელები არასოდეს იყვნენ. ყოველთვის კონიუნქტურით ხელმძღვანელობდნენ. თუ მათ რიტორიკას დააკვირდებით, იგივეა 7 ნოემბრამდე და მას შემდეგ. ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის რიტორიკა იგივე აქვთ, ისევ მტრებზე საუბრობენ. თუ ქართველი ხალხი მტერია, მტერი ნიშნავს, რომ გაანადგურო და მოკლა. მათ შორის არსებით ცვლილებებს ვერ ვხედავ. გული მწყდება იმაზე, რომ ვიღაცის გათვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გაყოფა ორივე ფრთის დასუსტებას გამოიწვევდა, მცდარი აღმოჩნდა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო“, – განაცხადა ქუცნაშვილმა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გიგი უგულავას ჰელსინკიში შეხვდა. ​ „ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი