აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი მოსკოვში ჩავიდა,- ამის შესახებ რუსული მედია წერს.
რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, საზღვარგარეთ ქვეყნებთან ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში, კირილ დმიტრიევი, უიტკოფს ვნუკოვოს აეროპორტში შეხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი ბოლოს მოსკოვს მოლაპარაკებებისთვის 25 აპრილს ეწვია.