საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებელს ნიშნავს

საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით, კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ საქართველოს რკინიგზა ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარულ საკონტეინერო ბლოკ მატარებლებს ნიშნავს.
ინფორმაციას, საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ – ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. შედეგად ტვირთმფლობლები კონტეინერის პორტიდან თბილისში ჩამოტანას უმოკლეს დროში შეძლებენ კონტეინერებით ბლოკ მატარებლის შევსების მიუხედავად. ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

ეს სერვისი არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს რკინიგზის მომხმარებლებისთვის, რადგან საზღვაო ხაზები მომხმარებლებს აძლევენ კონკრეტულ ვადას რა დროშიც უნდა მოხდეს კონტეინერის უკან დაბრუნება.

ახალი სერვისი ხელს შეუწყობს ფოთიდან-თბილისში მომავალი და უკან ცარიელი კონტეინერების ტრანსპორტირების გადმორთვას მანქანებიდან რკინიგზაზე, რაც ერთის მხრივ, სერიოზულად განტვირთავს საავტომობილო გზებს, მეორეს მხრივ კი ნაკლებ ზიანს მიაყენებს გარემოს.

პირველი ბლოკ მატარებელი დღეს, ,,თბილისი დრაი პორტში” შევიდა. ადგილზე მას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, სატვირთო გადაზიდვების ხელმძღვანელი, ,,დრაი პორტის” დამფუძნებელი და კომპანიას ემ ეს სი ჯორჯიას დირექტორი დახვდნენ.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ეს არის გამარტივებული ლოჯისტიკური სერვისი ტვირთმფლობელებისთვის, რომლებიც განსაზღვრულ დროში კონტეინერებს თბილისში და ფოთში შეფერხებების გარეშე მიიღებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები