რუსეთის იერიში ზაპოროჟიეზე – დაღუპულია ორი ადამიანი

რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ქალაქ ზაპოროჟიეს მიმართულებით ახალი იერიში განახორციელეს.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, თავდასხმას, სულ მცირე, ორი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 12 კი დაშავებულია.

დარტყმები განხორციელდა საცხოვრებელ უბნებზე, რასაც მოჰყვა შენობების დაზიანება და ხანძრები. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია გადაუდებელი დახმარების სამსახური.

უკრაინის ოფიციალური პირები რუსეთის ქმედებებს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმართულ ომის დანაშაულად აფასებენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინიდან გაშვებული 51 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები