ანდრია გვიდიანი ვაშაძის 400 ლარამდე პენსიის გაზრდაზე დაპირებას, „უნიჭო პოპულიზმს” უწოდებს

„უნიჭო პოპულიზმი“, – ასე აფასებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ანდრია გვიდიანი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის დაპირებას პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესახებ.
„ეს დაპირება არის ერთმნიშვნელოვნად არარეალური და ვფიქრობ, რომ ეს არის უნიჭო პოპულიზმი, ეს აღიარა კიდეც “ნაციონალურმა მოძრაობამ”- რომან გოცირიძემ, გრიგოლ ვაშაძემ და თქვეს, რომ ეს არის სამომავლო პერსპექტივა და 2020 წლის შემდეგ, როდესაც მოვლენ ხელისუფლებაში, მერე იქნება 400 ლარიანი პენსია. თვითონვე აღიარეს,რომ ეს არის ტყუილი. ხალხთან მიაქვთ საპრეზიდენტო დაპირების ფარგლებში ისეთი დაპირება, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელი დარჩება და არის უბრალოდ ტყუილი“,- ამბობს გვიდიანი და იმ მიზეზებსაც განმარტავს,რის გამოც ექსპერტები პენსიის 400 ლარამდე გაზრდის შესაძლებლობას გამორიცხავენ.
„ბიუჯეტის კომპონენტების გათვალისწინებით, პრაქტიკუალდ გამორიცხულია, რომ ჩვენმა ბიუჯეტმა შეძლოს 400 ლარიანი პენსიების დარიგება იმ 732 ათას პენსიონერზე, რომელიც საქართველოშია. 2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 732 ათასი პენსიონერია, პენსია არის 180 ლარი, ანუ შესაბამისად, რომ გახდეს 400 ლარი, ამისთვის დაახლოებით 2 მილიარდი ლარია საჭირო. ამ თანხის მოძიება დღეს ბიუჯეტში არის პრაქტიკულად გამორიცხული. ეს 2 მილიარდი უნდა მოვაკლოთ მაშინ ისეთ პროექტებს, რაც მთლიანად სახელმწიფოს ფუნქციონირებას შეუშლის ხელს”,- აცხადებს „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები