ვაშაძემ ამჯერად მერკელთან იცრუა-ჯაში კანდიდატის ტყუილს ქვეყნისთვის საზიანოდ აფასებს (ვიდეო)

გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე კვლავ ცრუობს.
მან რამდენიმე დღის წინ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, არასწორი ინფორმაცია გაავრცელა, ამჟამად კი გერმანიის სახელმწიფო კანცლერს საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ცრუ ინფორმაცია მიაწოდა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს მორიგ ტყუილში ამხელს. პარლამენტის წევრის შეფასებით, გრიგოლ ვაშაძე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატია, ქვეყნისთვის საზიანო განცხადებებს აკეთებს.
“ჩვენ ვნახეთ მორიგი შოუ, სიცრუე “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშანი გახდა”, – ასე შეაფასა მარიამ ჯაშმა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძისა და გერმანიის სახელმწიფოს კანცლერის ანგელა მერკელის შეხვედრა, სადაც გრიგოლ ვაშაძემ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ გერმანიის კანცლერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
როგორც მარიამ ჯაშმა “კვირასთან” საუბრისას განაცხადა, იგი დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძის აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და დიპლომატიური მისია შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
“ჩვენ ვნახეთ მორიგი შოუ, ჩვენ ვნახეთ დერეფანში გრიგოლ ვაშაძისა და ანგელა მერკელის შეხვედრა და ამ შეხვედრისას გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა იცრუა და გერმანიის კანცლერს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა. დღეს, როდესაც ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი აღიარებს, რომ საქართველო უკვე მეხუთედ ატარებს საპრეზიდენტო არჩევნებს და ეს არჩევნები იყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები, გრიგოლ ვაშაძე სამწუხაროდ ცილს სწამებს და ქვეყნისთვის საზიანო განცხადებას აკეთებს. სიცრუე “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშანი გახდა. არ გამოვრიცხავ და ვფიქრობ, რომ ჩვენი დიპლომატიური მისია ამ განცხადებასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენს. საუბრის შინაარსი რამდენად სწორად იქნა მიწოდებული მაყურებლისთვის, ამდენად არ ვარ დარწმუნებული, თუ რაზე ისაუბრეს გრიგოლ ვაშაძემ და ანგელა მერკელმა. ანგელა მერკელის კომენტარი არ ჩანს ამ კადრებიდან, თუმცა სამწუხაროა, რომ სიცრუის მიწოდება ხდება. “ნაციონალური მოძრაობა” და მათი საპრეზიდენტო კანდიდატი და მათი მოკავშირეები იყენებენ ყველა შესაძლო ფორმას. ბუნებრივია, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური დემოკრატიულ გარემოში ჩატარდა. არჩევნების შედეგი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია არცერთ საერთაშორისო დამკვირვებელს, კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას არჩევნების შედეგი. სამწუხაროა, რომ საქართველოს მოქალაქე და საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატი ავრცელებს ცრუ ინფორმაციას და ჩრდილს აყენებს საქართველოს წარმატებას არჩევნების ინსტიტუტებთან დაკავშირებით”, – განუცხადა “კვირას” მარიამ ჯაშმა.
აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს ჰელსინკში, “ევროპის სახალხო პარტიის” კონგრესის მიმდინარეობისას დერეფანში შეხვდა. საუბრის მთავარი თემა არჩევნები იყო. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გერმანიის კანცლერი სრულად არის ინფორმირებული, რა ვითარებაში ჩაიარა პირველმა ტურმა და რა ხდება საქართველოში მეორე ტურის წინ.
“ჩვენ მოვიგეთ ეს არჩევნები, თუმცა ცენტრალური საარჩევნო კომისიის მტკიცებით, პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი ხმების რაოდენობით ლიდერობს”, – ამის შესახებ გრიგოლ ვაშაძემ გერმანიის სახელმწფოს კანცლერთან შეხვედრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო მონაცემებით, ყველა, 3705 უბნის დათვლის შედეგად, შედეგები ასე გადანაწილდა:
სალომე ზურაბიშვილი -38.64% (615 629)
გრიგოლ ვაშაძე – 37.74% (601 188)
ამასთან, საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპატრიარქომ ტყუილში ამხილა, რის გამოც დამატებითი განმარტებები დასჭირდათ.
3 ნოემბერს, საქართველოს საპატრიარქომ დამატებითი განცხადება გაავრცელა, იმის გამო, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატმა პატრიარქთან შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
საქართველოს საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორისა და გრიგოლ ვაშაძის შეხვედრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, შეხვედრის არასწორი ინტერპრეტაციის გამო განმარტების გაკეთება უწევთ.საქმე ეხება საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის კომენტარს, სადაც ის ამბობს: „უწმინდესს ძალიან აინტერესებდა, რა გეგმები გვაქვს ჩვენ იმისათვის, რომ საქართველოში დაინგრეს ის მახინჯი სისტემა, რომელიც ამდენი ხანია ბადებს ერთპარტიულ და ერთპიროვნულ მმართველობას“.
საპატრიარქოს განმარტებით, აღნიშნული პოზიცია უშუალოდ გრიგოლ ვაშაძის დამოკიდებულების გამოხატულებაა და მას პატრიარქის ნათქვამთან საერთო არაფერი აქვს.
„პირიქით, მომავალ გეგმებზე საუბრისას მისი უწმინდესობის მხრიდან არაერთხელ დაფიქსირდა თხოვნა, რომ პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებს შორის დაცული იყოს კორექტულობა, რაც აუცილებელია ქვეყნის სწორი განვითარებისათვის“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვიდეო: “წყარო რუსთავი2”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები