ეკა ბესელია: სიმბოლურია, რომ სააკაშვილმა 7 ნოემბერს შერიგებას ერთი ოჯახი უწოდა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ერთი ოჯახია.
მისი თქმით, ადგილების გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.
„ეს თქვენ ამტკიცებდით შიგადაშიგ რომ სხვანი იყავით და რამდენიმე ცდილობდა უმძიმეს პოლიტიკურ წარსულს გამიჯვნოდა… ერთმანეთთან დაბრუნება არ გაგვკვირვებია ამიტომაც…. ადგილის გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება… სულ ტყუილად ცდილობენ ამ ჯამის სათავისოდ დათვლას და მორგებას! სიმბოლურია, რომ ეს განცხადება 7 ნოემბერს გაკეთდა. ამ ძალადობრივი, ყველაზე სასტიკი დღის მე-11 წელს! სიმბოლურია მართლაც!“, – განაცხადა ეკა ბესელია.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ისინი ერთი ოჯახი არიან, ერთი სამშობლო და ერთი სამიზნე ჰყავთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები