კალიფორნიის ბარში სროლა მსხვერპლით დასრულდა

კალიფორნიის პოლიციაში ბარში მომხდარი სროლის შესახებ შეტყობინება შევიდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას პორტალი Los Angeles Times სამართალდამცავ უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა, ასევე არიან დაშავებულებიც. მათი რიცხვი არ კონკრეტდება. თუმცა, როგორც ცნობილია, სულ მცირე 30 გასროლა მაინც განხორციელდა.
პოლიცია მოსახლეობას შემთხვევის ადგილიდან შორს ყოფნისკენ მოუწოდეს, ვინაიდან თავდამსხმელი ჯერ არ დაუკავებიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები