აკაკი ზოიძე: პენსიის 400 ლარამდე გაზრდის დაპირება პენსიონერების მწარე დაცინვაა

“ე.წ. კანდიდატი ვაშაძე, ხალხს 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, რასაც დასჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიანად ბიუჯეტს. მან ეს კარგად იცის”, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის პენსიის გაზრდის დაპირებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ასეთი რამ პენსიონერების მწარე დაცინვაა.
„დღევანდელი პენსიონერებისთვის უნდა გადავდგათ შესაბამისი ნაბიჯები, რომელიც პირველ რიგში, ეხება პენსიის ინდექსაციას, ანუ პენსიის ზრდის მიბმას ეკონომიკურ პარამეტრებზე, ისე რომ, ეს არ იყოს დამოკიდებული პოლიტიკოსების დაპირებებზე. მაგალითად, ისეთ ცრუ დაპირებაზე, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების დროს ისმის და უბრალოდ მწარე დაცინვაა ჩვენი პენსიონერების. ე.წ. კანდიდატი ვაშაძე, ხალხს 400-ლარიან პენსიას ჰპირდება, რასაც დასჭირდება 2 მილიარდი და დაანგრევს მთლიანად ბიუჯეტს. მან ეს კარგად იცის და თუ ვინმე ეკონომისტი ჰყავთ ამ პარტიაში, ყველამ კარგად იცის, რომ შეუძლებელია 2019, 2020 და 2021 წლებში 400-ლარიანი პენსია გვქონდეს“, – განაცხადა ზოიძემ.
შეგახსენებთ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე წინასაარჩევნო პერიოდში, ერთ-ერთ მთავარ დაპირებად პენსიის 400 ლარამდე ზრდას ასახელებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები