ტრამპი პარიზში პუტინთან შეხვედრაზე უარს ამბობს

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გეგმავს პარიზში 11 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს განცალკევებით შეხვდეს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე განუცხადა.
ტრამპის თქმით, ის დაესწრება სახელმწიფოებისთვის ორგანიზებულ სადილს, მაგრამ არ არის დარწმუნებული, რომ იქ პუტინს შეხვდება.
“მე იქ ვინები, ვფიქრობ რომ პრეზიდენტი პუტინიც იქნება, მაგრამ მეტი არაფერი არ გვაქვს დაგეგმილი”,- განმარტა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ამერიკის ლიდერმა, ასევე, დაამატა, რომ მისი და ვლადიმერ პუტინის მოკლე შეხვედრა “დიდი ოცეულის” სამიტზე მოხდება, რომელიც არგენტინაში 30 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები