სოფიო ქაცარავა: ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა, საქართველო თავისი მიღწევებითა და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა ლონდონში, ქალი პარლამენტარების მაღალი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელსაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის, თემთა პალატის წევრი ჰარიეტ ჰერმანი და საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო მდივანი პენი მორდო მასპინძლობენ. კონფერენცია, რომელიც პირველად იმართება, 1918 წელს ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვების 100 წლის იუბილეს ეძღვნება.
კონფერენციის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ქალ პარლამენტარებს მსოფლიოს 104 ქვეყნიდან მიღებაზე უმასპინძლა.
„ასეთი მაღალი დონის კონფერენციები არის შესაძლებლობა, საქართველო თავისი მიღწევებით და გამოწვევებით საერთაშორისო დღის წესრიგში დავაყენოთ”,- განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.
ვიზიტის ფარგლებში, სოფიო ქაცარავა მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში -გენდერული თანასწორობის საკითხებში ქალი პარლამენტარების როლზე და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ დიდ ბრიტანეთში ქალთა საარჩევნო უფლებების მოპოვება და საქართველოში ქალთა პოლიტიკური აქტივობის დაწყება ერთდროულად, 100 წლის წინ მოხდა, რაც მოწმობს იმას, რომ საქართველო ყოველთვის დემოკრატიული ღირებულების ერთგული იყო”,- აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები