სააკაშვილი უგულავაზე: საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ჰელსინკში “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერთან, გიგი უგულავასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საბოლოო ჯამში ისინი ერთი ოჯახი არიან, ერთი სამშობლო და ერთი სამიზნე ჰყავთ.
როგორც მან აღნიშნა, “ევროპულმა საქართველომ” ახალი პოლიტიკური კულტურა დაამკვიდრა საქართველოში.
“მნიშვნელოვანია, რომ „ევროპის სახალო პარტიის“ ყრილობაზე ვხვდებით, იმიტომ რომ „ევროპის სახალხო პარტიამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა “ევროპული საქართველოს” და “ნაციონალური მოძრაობის” დაახლოებაში, საერთო პლატფორმის შექმნაში. გიგი უგულავას მადლობა ვუთხარი, მართლა ძალიან მაგარი პოზიციის გამოხატვისთვის, რაც გააკეთეს გიგიმ და სხვა ლიდერებმა. ეს არის ახალი პოლიტიკური კულტურის ბოლომდე დამკვიდრება საქართველოში. მათ ჰყავთ ძალიან ბევრი აქტივისტი, მათ ჰყავთ ძალიან ბევრი გულწრფელი მომხრე და ყველანი მივხვდით, რომ საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ ერთი ოჯახი, ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო, გვაქვს ერთი სამიზნე, გვყავს ერთი მტერი და ჩვენი ქვეყანა გვაქვს გადასარჩენი. ახალი ერთობა იქმნება, ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ეს ორი პარტია და ბევრად უფრო ფართო, ვიდრე ჩვენი ურთიერთობებია“, – განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები