მარიამ ჯაში: კამპანიის მეორე ფაზა უახლოეს პერიოდში დაიწყება, როგორც კი არჩევნების მეორე ტურის თარიღი ოფიციალურად გახდება ცნობილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მარიამ ჯაშის განცხადებით, მეორე ტურისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
“ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც სალომე ზურაბიშვილი ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს და პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ჩვენ ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე, იმ გზავნილის საპასუხოდ, რომელიც ჩვენ მივიღეთ პირველ ტურში და დარწმუნებულები ვართ, რომ მეორე ტური იქნება დამაჯერებელი გამარჯვება.
სალომე ზურაბიშვილი ყოველდღიურ რეჟიმში არის ჩართული „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერთან კონსულტაციებში და როგორც მოგახსენეთ კამპანიის მეორე ფაზა დაიწყება უახლოეს პერიოდში, როგორც კი გახდება ცნობილი ოფიციალურად თარიღი არჩევნების მეორე ტურის და ეს იქნება ნამდვილად ძალიან ეფექტური, წარმატებული კამპანია და ბუნებრივია ჩემი მთავარი მესიჯი, როგორც ერთი პარლამენტარის, არის მოსახლეობის მიმართ თხოვნა, რომ მაქსიმალური ჩართულობა იყოს მეორე ტურში. ეს არის ჩვენი ღირსების არჩევანი და გთხოვთ, რომ მეორე ტურში მაქსიმალურად ყველა ჩვენთაგანმა მივიღოთ მონაწილეობა“,-განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები