ჩინეთში, ქიმიურ ქარხანაში მომხდარ აფეთქებას 6 ადამიანი ემსხვერპლა
ჩინეთში, ხებეის პროვინციაში, ქიმიური სასუქების ქარხანაში აფეთქების შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ შვიდი დაშავდა. აფეთქების შესახებ ინფორმაციას პორტალი “სინხუა” ავრცელებს.
აფეთქება გუშინ, გვიან ღამით, ქალაქ სინლეში მოხდა, სადაც საწარმოში ღუმელი აფეთქდა. როგორც ცნობილია, დაშავებულებს შორის ორი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.