მექსიკაში 12 მანქანის შეჯახების შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა

მექსიკაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 30-მდე დაშავდა. შემთხვევის შესახებ ინფორმაციას პორტალი “იმპაკტო” ავრცელებს.
წინასწარი ინფორმაციით, ერთმანეთს ერთდროულად 12 მანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევა მეხიკო-ტოლუკას ტრასაზე მოხდა. როგორც ცნობილია, სატვირთო მანქანას სამუხრუჭე სისტემამ უმტყუნა და ის ერთდროულად 10 მანქანას შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაზიანებულ მანქანებში, დაახლოებით, 20 ადამიანია მოყოლილი და მათ ამოყვანას მაშველები, ამ დრომდე, ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები