თამარ ბოლქვაძე: ყველაზე მეტად ის მაშინებს, 90-იანების სუნი რომ ტრიალებს, მაშინაც ასეთი ზიზღი და ერთმანეთის მიუღებლობა იყო

ყველაზე მეტად ის მაშინებს, 90-იანების სუნი რომ ტრიალებს, მაშინაც ასეთი ზიზღი და ერთმანეთის მიუღებლობა იყო ორივე მხარეს,-ამ შინაარსის სტატუსით ეხმაურება საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს სოციალურ ქსელში აფხაზეთში მოკლული ოპერატორის, დათო ბოლქვაძის და, ჟურნალისტი თამარ ბოლქვაძე.

“მხოლოდ „გადაცდომა“?
ვითომ „გადაცდომა“ჰქვია ნორმად ქცეულ სადიზმს, საყოველთაო შანტაჟს, 26 000 ფირზე აღბეჭდილ გამოშიგნულ პირად ცხოვრებას, შიშის გამეფებას, ღირსების აყრას, ბოლშევიკური „ტროიკის“ მსგავსად „ბეზ სუდა ი სლედსტვია“ადამიანების ქუჩაში დახვრეტას? ვინმემ მოიხადა ბოდიში ამის გამო, აღიარა დანაშაული? -არა! იმ საშინელებათა კასკადს რბილი და ნარნარი „გადაცდომები“ დაარქვეს მხოლოდ!
მე ყველაზე მეტად ის მაშინებს, 90-იანების სუნი რომ ტრიალებს, მაშინაც ასეთი ზიზღი და ერთმანეთის მიუღებლობა იყო ორივე მხარეს, იმ სამოქალაქო ომს ჩემი ძმის სიცოცხლე შეეწირა! ახლადგაპრეზიდენტებულმა მიშამ კი მისი მკვლელი კისრისტეხით შეიწყალა!..
მაშინდელი „მედიაფავორიტები“ მკვლელის „გაპრავებას“ ცდილობდნენ, ვის რაში ენაღვლებოდა სამსახურეობრივი მოვალეობის დროს სახალხოდ დახვრეტილი კოლეგა -ჟურნალისტი…
მე ყველაფერი კარგად მახსოვს, რადგან არც ტკივილი გავიწყდება და არც ამ ტკივილის მომყენებელი!!!
2005-ის მაისში, როცა დათო ბოლქვაძის მკვლელი შეიწყალა „გულმოწყალე“ პრეზიდენტმა, მე რუსთავი 2-ის ეთერით მივმართე მას და ჩემი ოჯახის გულისწყრომა და პროტესტი გამოვხატე! მაშინ „ხბოს აღტაცების“ ეიფორიაში ჩაიკარგა ის საფრთხე, რაც ძლიან მალე საშინელ რეალობად იქცა…

პ.ს. განსხვავებულ აზრზე, პოზიციაზე, პოლიტიკურ გემოვნებაზე, რა თქმა უნდა, დაობენ, მაგრამ ადამიანობის მიმართ გამოცხადებულ ნულოვან ტოლერანტობაზე – არა!,-წერს თამარ ბოლქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები