ია მეტრეველი ნინო ბურჯანაძეს პასუხობს- ზაზა სარალიძემ ხალხთან დგომა თავად არ ისურვა და “ნაციონალები” არჩია

წინა ხელისუფლების დროს მოკლული ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი “დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეს პასუხობს და მისი შვილის მკვლელობასა და დათო სარალიძის მკვლელობაში განსხვავებას ურჩევს.

როგორც ია მეტრეველი სოციალურ ქსელში წერს, მან, ბურჯანაძისგან განსხვავებით შვილმკვდარ მამას, ზაზა სარალიძეს მიუსამძიმრა და თანადგომაც გამოუცხადა.

მეტრეველის თქმით, ზაზა სარალიძემ ხალხთან დგომა თავად არ ისურვა და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები აირჩია.

“ქალბატონო ნინო!ძალიან ვწუხვარ, რომ მიწევს თქვენთვის საჯაროდ პასუხის გაცემა,რაც არ მიყვარს და ჩემი სტილი არ არის,თუმცა მიუხედავად ჩემი, თქვენდამი პატივისცემისა , სხვა გზას ვერ ვხედავ. ჯერ ერთი, უნდა კარგად გენახათ სიუჟეტი , რომელიც ტვ 1 ზეც გავიდა,სადაც აჩვენეს ,ჩემი კომენტარი ,როგორ მივუსამძიმრე შვილ მოკლულ მამებს პარლამენტთან.
მე მათ სამძიმარიც ვუთხარი და სოლიდარობაც გამოვუვცადე,სხვათაშორის თგვენგან განსხვავებით.მაშინ ,როდესაც თქვენმა ხელისუფლებამ დაგვიხოცა ,ჩვენ შვილები, მეც და ირინა ენიქიძესაც , შეგახსენებთ რომ ,თქვენ ,არც კი შეხვდით ირინას და არც ბუტას მამას. არც ჩემთვის გამოგიცხადებიათ სამძიმარი და სოლიდარობა.
სარალიძემ თავად არ ისურვა ხალხთან დგომა და ნაციონალები აირჩია ,მე კი მინდა გითხრათ, ჩემი შვილის და არა მარტო ჩემი შვილის მკვლელებთან ვერ დავდგებოდი ნამდვილად.თქვენ კი, ასეთი გამოცდილი პოლიტიკოსი, თუ განსხვავებას ვერ ხედავთ სარალიძის საქმესა და ჩემი შვილის საქმეს შორის, ძალიან საკვირველია.შეგახსენებთ რომ, ჩემი, აბსოლუტურად უდანაშაულო ბავშვი ,სახელმწიფომ მომიკლა, სარალიძის ბავშვი კი, სამწუხაროდ, ქუჩურ გარჩევებს შეეწირა.
მე ,15 წელია დამნაშავეების დასჯას ველოდები და დღემდე არავინ დასჯილა, სარალიძე, რომლის გულისთვისაც, პროკურორიც კი გადადგა და კომისიაც კი შეიქმნა ,დაპატიმრებულია ბევრი ადამიანი და ჯერ კიდევ გამოძიება მიმდინარეობს, ერთი წელიც კი არ უნდა მოიცადოს, როცა გამოძიება მიმდინარეობს და არ დასრულებულა, განსხვავებას ვერ ხედავთ? დღეს, იყო სწორედ, თქვენი მთავრობაში ყოფნის პერიოდში მომხდარი საშინელი ძალადობის დღე7 ნოემბერი, და ცოტა უხერხულობა რომ გეგრძნოთ არ იქნებოდა ურიგო,ვიდრე ჩემს უსამართლო კრიტიკას მიმართავდით.

გაგახსენებთ რომ გაერთიანებული ოპოზიციის დროს, როდესაც ჩემთან მოხვედით და ბოდიში მომიხადეთ,მე გულწრფელად გაპატიეთ, და მოგიტევეთ,თქვენს გვერდითაც ერთგულად ვიდექი ბარიკადებზე. ბიძინა ივანიშვილის სიძულვილმა ასე არ უნდა დაგაბრმაოთ რომ ასეთი რამ მაკადროთ.
ვწუხვარ რომ ასე შევცდი თქვენში,-წერს ია მეტრეველი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები