გიორგი კახიანი: გრიგოლ ვაშაძის ამოცანა მოძალადეების შეწყალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის და არეულობის მოწყობაა

„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს შეფასებისას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ეს პოლიტიკური ძალა ყოველ ნაბიჯზე თავის რეალურ სახეს ამჟღავნებს.
მისი თქმით, ვაშაძის ერთადერთი ამოცანა მოძალადეების შეწყალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციისა და არეულობის მოწყობაა.
“ორმაგი სტანდარტი “ნაციონალური მოძრაობისთვის” ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა. მეორე ტურის წინ, ისინი მიხვდნენ, რომ მოძალადე რეჟიმს საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, დღეს უკვე სულ სხვა რეალობაა, ისინი ცდილობენ, გარკვეულწილად, იმიჯის შეცვლას, მაგრამ ეს არის უსუსური მცდელობა, იმიტომ, რომ ყოველ ნაბიჯზე ისინი ამჟღავნებენ რეალურ სახეს. ამის მაგალითი იყო ის ინტერვიუც, რომელიც ბატონ ვაშაძეს ჰქონდა ცოტა ხნის წინ “დოიჩე ველესთან”. ფაქტობრივად, მან დაადასტურა ის, რომ მისი ერთადერთი ამოცანაა მოძალადეების შეწყალება, ქვეყანაში დესტაბილიზაციის, არეულობის მოწყობა. დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები