საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრები – თამარ ხულორდავა, არჩილ თალაკვაძე და დიმიტრი ცქიტიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება დაეთმო ასევე საარჩევნო გარემოს, პარლამენტის ინსტიტუციურ რეფორმას, მათ შორის, პარლამენტის საზედამხედველო როლის გაძლიერების, სასამართლო და საკონსტიტუციო რეფორმის საკითხებს.
„ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასთან და ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ყველა ჩვენი ევროპელი პარტნიორის შეფასება არის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი. შეხვედრისას, ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რაც იყო ჩვენი სტუმრების ინტერესის საგანი. ასევე, ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმაზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმაზე, თუ როგორ ასრულებს პარლამენტი თავის როლს, რამდენად არის მზად და მოწოდების სიმაღლეზე, რამდენად კარგად ვახორციელებთ საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციას. ჩვენი საუბარი ამ მხრივ მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს შეეხო. მონიტორინგის კომიტეტის წევრებს ჩვენ შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდეთ”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები