დიმიტრი ცქიტიშვილი: ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ისაა, რომ ოპოზიცია ვერ გამოდის რევოლუციური რიტორიკიდან

უმრავლესობის დეპუტატი დიმიტრი ცქიტიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ოპოზიცია რევოლუციური რიტორიკიდან ვერ გამოდის.
„ჩვენი ქვეყნის, ჩვენი დემოკრატიის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა ის არის, რომ ოპოზიცია ვერ გამოდის რევოლუციური რიტორიკიდან. ეს არის დესტრუქციული ქმედება არა ჩვენს წინააღმდეგ, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ. დადგა დრო, როცა შეგვიძლია, გადავიდეთ სხვა რეჟიმზე და არა – დესტრუქციასა და რევოლუციაზე“, – განაცხადა დეპუტატმა.
გაერთიანებული ოპოზიციის – „ძალა ერთობაშია” საპრეზიდენტო კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ „დოიჩე ველეს” ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა: „ვისურვებდი, მენახა ნებისმიერი მთავრობა, როდესაც მე მოვუწოდებ 50 ან 100 ათას ჩემს თანამემამულეს, გამოვიდნენ ქუჩებში და შეუერთდნენ ჩემს პროტესტს. ვინ შეაკავებს ამას? მხოლოდ წარმოიდგინეთ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები