საბერძნეთში მღვდლებს ხელფასებს აღარ გადაუხდიან
საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, არ გადაუხადოს მღვდლებს ხელფასი. შეთანხმება ამის შესახებ მიღწეულია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასომსა და საბერძნეთის მართმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელ იერონიმ II-ს შორის. უკანასკნელ მომენტამდე, საბერძნეთის მღვდლებს სახელმწიფო მოხელის სტატუსი ჰქონდათ და ხელფასს სახელმწიფოსგან იღებდნენ.
სახელმწიფო ხელფასის გარეშე დარჩება დაახლოებით 10 ათასი მღვდელი და დამხმარე პერსონალი. ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილების შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. მღვდლების ხელფასზე სახელმწიფოს ბიუჯეტიდან წელიწადში დაახლოებით 200 მილიონი ევრო იხარჯებოდა. მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ისინი ხელფასს ვერ აიღებენ, მღვდლებს მხოლოდ წელიწადში ერთხელ ექნებათ სახელმწიფოსგან მიღებული სუფსიდიები, რომელიც ეკლესიის სპეციალურ ფონდში დაირიცხება. მიღებულ ფულს მღვდლები თავად გადაანაწილებენ, ხელფასების სახით. ამ სპეციალურ ფონდ ეკლესია და ხელისუფლება ერთობლივად შექმნიან .