საფრანგეთში ექვსი პირი მაკრონზე თავდასხმის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს
საფრანგეთში, ულტრამემარჯვენეთა ჯგუფიდან ექვსი ადამიანი ქვეყნის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმის ორგანიზებისთვის დააკავეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი BFMTV ავრცელებს.
ტელეარხის ინფორმაციით, დაკავების ოპერაცია დღეს დილით, რამდენიმე დეპარტამენტში ერთდროულად ჩატარდა.