პესკოვი: კრემლი ვერ ხედავს ტენდენციას რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ს კონგრესში არჩევნები არ დაარეგულირებს მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობებს. დიმიტრი პესკოვის განცხადებას საინფორმაციო სააგენტო ТАСС-ი ავრცელებს.
პესკოვის თქმით, კრემლი თვლის, რომ არ ღირს თავის მოტყუება და ფიქრი, რომ არჩევნები რაიმე სიახლეს შემოიტანს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში. მან ასევე დაამატა, რომ არ შეინიშნება რაიმე სახის ტენდენცია ურთიერთობების დასალაგებლად.