რუსეთი ევროპელებს “NATO”-დან ამერიკის გაწვევას სთავაზობს
რუსეთის დუმაში თავდაცვის კომიტეტის მოადგილე, ანდრეი კრასოვი, თვლის, რომ ევროპამ ახალი ევროპული ჯარის შექმნის ნაცვლად, როგორც ამას ემანუელ მაკრონი სთავაზობს საერთაშორისო საზოგადოებას, აჯობებს “NATO”-დან აშშ გაიწვიოს.
“არის ერთი ასეთი ფსევდოთავდაცვითი ორგანიზაცია, როგორიცაა “NATO” და მასში შედის დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა. იქნებ მათთვის უფრო მარტივი იყოს, რომ ამერიკა გარიცხონ ორგანიზაციიდან, ვინაიდან ისინი არასტაბილურები არიან და მხოლოდ ბოროტების დანერგვა შეუძლიათ მსოფლიოში? იქნებ გარიცხონ ოკეანის მიღმა არსებული სხვა ქვეყნებიც, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, ეს არჩევანი იქნება იმ ევროპის ქვეყნებისა, რომლებსაც საკუთარი იზოლირება სურთ სხვებისგან”, – აცხადებს კრასოვი სააგენტო რია.რუ-სთან ინტერვიუში.