ემანუელ მაკრონი: ჩვენ ვერ დავიცავთ ევროპელებს, თუ კი არ შევქმნით ერთიან ევროპულ ჯარს
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი საზოგადოებას ერთიანი ევროპული ჯარის შექმნას სთავაზობს, რომელიც ამერიკისგან დამოუკიდებლად იარსებებს.
“ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ ევროპელები, თუ კი არ შევქმნით ნამდვილ, ერთიან ევროპულ ჯარს. ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპაში, რომელიც თავად დაიცავს თავს, რაც მთავარია, ამერიკისგან დამოუკიდებლად”,- განაცხადა მაკრონმა რადიოსადგურ Europe 1-ის ეთერში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ასევე, აღნიშნა, რომ, ევროპა მუდამ უძლებს შიდა დემოკრატიულ პროცესებსა და კიბერსივრცეში მრავალრიცხოვან თავდასხმებს.
“ჩვენ უნდა დავიცვათ თავი – ჩინეთისგან, რუსეთისგან და ამერიკისგანაც კი”,- ამბობს მაკრონი.