სირიაში რუსი სამხედროები დაიღუპნენ
სირიის პროვინცია დეიპ-ეზ-ზორში მომხდარ აფეთქებას რუსეთის 6 სამხედრო ემსხვერპლა.
ისინი კერძო კომპანია “ვაგნერის” სამხედროები იყვნენ. მომხდარის შესახებ ინფორმაციას “ნოვაია გაზეტა” ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად, სულ 11 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის, 5 სამთავრობო არმიის წევრი იყო, ხოლო 6 – კერძო რუსული კომპანია “ვაგნერის” სამხედრო.
რუსეთის საგარეო უწყება, ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით მედიის კითხვებს არ პასუხობს. ხოლო რუსეთის თავდაცვის სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს რუსული კერძო სამხედრო კომპანიის მონაწილეობას სირიის სამხედრო ოპერაციებში.