მარსელში სახლის ნანგრევების ქვეშ ადამიანის ცხედარი იპოვეს
საფრანგეთში, ქალაქ მარსელში, გუშინ ჩამონგრეული სახლის ქვეშ, დღეს მაშველებმა ადამიანის ცხედარი იპოვეს. მომხდარის შესახებ მარსელის პროკურორი კსავიე ტარაბო იტყობინება.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს მარსელის ცენტრში საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. საქმე ეხება ორ საცხოვრებელ სახლს, რომელთაც საერთო კედელი ჰქონდა. ერთ-ერთი ავარიულ მდგომარეობაში იყო და არავინ ცხოვრობდა.