ამერიკის შუალედურ არჩევნებში “ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის” ჩარევას იძიებენ
“ფეისბუქისა” და “ინსტაგრამის”, დაახლოებით, 100 გვერდი და პროფილი აშშ-ს შუალედურ არჩევნებში ჩარევის გამო წაიშალა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განთავსდა.
“ჩვენმა გამოძიებამ, რომელიც ჯერ ადრეულ სტადიაზეა, 30 პროფილი მოიძია “ფეისბუქზე”, 85 კი -“ინსტაგრამზე”, რომლებიც შეთანხმებულ არასამართლებრივ ქმედებებში იყვნენ ჩარეული. ჩვენ დაუყოვნებლივ დავბლოკეთ ყველა მათგანი და ახლა გამოძიებას ვაწარმოებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.
როგორც ცნობილია, თითქმის ყველა გვერდი “ფეისბუქზე” რუსულ და ფრანგულ ენაზე იყო, ხოლო “ინსტაგრამზე”, ძირითადად, ინგლისურად.