იტალიის ფოსტის ოფისში მამაკაცმა მძევლები აიყვანა

იტალიის ქალაქ რეჯო-ემილიაში მამაკაცმა საფოსტო განყოფილების თანამშრომლები მძევლად აიყვანა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო ТАСС იტყობინება, დანით შეიარაღებულმა მამაკაცმა ფილიალიდან ყველა მომხმარებელი გაუშვა და შენობაში მხოლოდ 5 თანამშრომელი დატოვა.
მედიის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მძევალმა ქალმა შენობა დატოვა.
როგორც ცნობილი გახდა, დამნაშავემ თავისი სახელი თქვა, ის ფრანჩესკო ამატოა. მამაკაცი იტალიის შს მინისტრთან და ვიცეპრემიერ მატეო სალვიჩთან ითხოვს შეხვედრას.
ინციდენტის ადგილას სპეცრაზმია მობილიზებული. პოლიცია დამნაშავესთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები