გრიგოლ ვაშაძის წარმატებით აღფრთოვანებული რუსული საზოგადოება (ფოტომასალა)

“ფეისბუქის” მომხმარებელი, დავით მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს წარწერით – “ვაშაძის წარმატებებით გახარებული რუსი და არაქართველი იუზერები RTVI-ის არხზე”.
რუსულ ტელეარხ RTVI-ის “იუთუბ” გვერდზე საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოქვეყნდა. ვიდეოს რუსი, ან რუსულენოვანი “იუთუბის” მომხმარებლებისგან რიგი კომენტარები მოჰყვა.
მომხმარებლების კომენტარები RTVI-ის ვიდეოზე:
“აი ეს არის ნამდვილი პოლიტიკოსი, წარმატებები თქვენ, ბატონო გრიგოლ”, “ვაშაძე გაიმარჯვებს, ღმერთი დაეხმარება”, “ნამდვილი პრეზიდენტი, ნამდვილი მამაკაცი”, “ოცნება მარტო მეოცნებეებს დარჩათ, შემოხაზეთ 5 ნომერი”, “მე არ მაქვს ხმის მიცემის უფლება, მაგრამ მთელი გულით თქვენთან ვარ, ბატონო გრიგოლ”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები