კალკუტაში რვასართულიანი საოფისე შენობა იწვის (ვიდეო)

ინდოეთის შტატ კალკუტაში რვასართულიანი საოფისე შენობა იწვის. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ხანძარი დღეს, დაახლოებით, დილის 11 საათზე გაჩნდა. ამ დროისთვის, ადგილზე 11 სახანძრო დანაყოფი მუშაობს.
პოლიციის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, რადგან მაშველებმა შენობიდან ხალხის ევაკუირება დროულად მოახდინეს.
ამ დროისთვის, ხანძრის მიზეზი უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები