ტექსასში ახალდაქორწინებულები ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ
ამერიკის შტატ ტექსასში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად, ახალდაქორწინებული წყვილი ცერემონიიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ტელევიზია ავრცელებს.
ავიაკატასტროფა კვირას, 4 ნოემბერს, ღამით ტექსასის სამხრეთით მოხდა, სადაც სიძე-პატარძალი ქორწილს ოჯახურ რანჩოზე ზეიმობდა. ცერემონიის შემდეგ, ისინი ვერტმფრენში ჩასხდნენ, რომელიც აფრენიდან 15 წუთში ჩამოვარდა. წყვილთან ერთად, მფრინავიც ადგილზევე დაიღუპა.