იტალიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა
იტალიაში წყალდიდობის შედეგად, 30 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლება ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაღუპულთა რაოდენობამ აღნიშნულ რიცხვს ერთი ოჯახიდან 9 ადამიანის გვამის პოვნის შემდეგ მიაღწია. მათ შორის ორი მცირეწლოვანი, 1 და 2 წლის ბავშვები და ერთი 15 წლის მოზარდი იყო. ოჯახიდან სამი ადამიანი გადარჩა, რომლებმაც ხეზე ასვლა მოასწრეს.
სიცილიის პროკურორი ამბროგიო კაროსიო უკვე მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც მან კომენტარი გააკეთა მომხდარის შესახებ და აღნიშნულს “სრული კატასტროფა” უწოდა.