თინა ხიდაშელი: ის დღე არ გათენდება “ნაცები” მხსნელად ან იმედად დავინახო

თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “რესპუბლიკური პარტიის” ყოფილი წევრი, თინა ხიდაშელი ხაზგასმით აცხადებს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” მხარდაჭერას და მათი კანდიდატისთვის ხმის მიცემას არ აპირებს.
ხიდაშელი შესაბამის პოსტს ფეისბუქის პირად გვერდზე აქვეყნებს.
“2 წელია არ ვარ “რესპი”! არ ვაპირებ “ნაცისთვის” ხმის მიცემას! ის დღე არ გათენდება “ნაცები” მხსნელად ან იმედად დავინახო! მგონი გასაგებია!”, – წერს თინა ხიდაშელი ფეისბუქის პირად გვერდზე.
ცნობისთვის, “რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელმა, ლევან ბერძენიშვილმა დღეს განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში „რესპუბლიკელები“ მხარს გრიგოლ ვაშაძეს უჭერენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები