Straits Times -ის რედაქციამ საეჭვო შემცველობის გზავნილი მიიღო
სინგაპურში ძალოვანმა სტრუქტურებმა გამოძიება გაზეთ Straits Times -ის მისამართზე გაგზავნილი საეჭვო ამანათის საქმეზე დაიწყეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს.
“საეჭვო შემცველობის ამანათი მივიღეთ Straits Times -ის რედაქციაში. ამის შესახებ პოლიციას ვაცნობეთ. ამ დროისთვის, მიმდინარეობს გამოძიება”, – აცხადებს გაზეთის რედაქტორი, უორენ ფერნანდესი.
როგორც გამოცემა იტყობინება, უცხოეთიდან გამოგზავნილი საეჭვო შემცველობის ამანათი რედაქციაში დღეს მიიღეს. მასთან კონტაქტის შემდეგ, რედაქციის სამმა თანამშრომელმა განაცხადა, რომ მათ თავბრუსხვევა იგრძნეს.
ამ დროისთვის, გამოძიების დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.