არჩილ თალაკვაძე მარიხუანას კულტივაციის კანონპროექტის გამოწვევაზე – სალომე ზურაბიშვილმა “ქართული ოცნების” გუნდთან შეხვედრაზე პრინციპულად დააყენა ეს საკითხი და ამას ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, მარიხუანას კულტივაციის შესახებ კანონპროექტის მიღება ფართო კონსენსუსი გარეშე არ იქნებოდა მიღებული. გარდა ამისა, როგორც მან განაცხადა, აღნიშნული საკითხი გუშინ სალომე ზურაბიშვილმა უმრავლესობასთან შეხვედრისას დააყენა.
„ჩვენ დავაფიქსირეთ პრინციპული პოზიცია, რომ რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის გარეშე ამასთან დაკავშირებით არანაირი გადაწყვეტილება არ იქნებოდა მიღებული. დღეს, როდესაც ამ პროექტს მიეცა სხვადასხვა კონვერტაცია და მათ შორის, გადამწყვეტი იყო ის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ, „ქართული ოცნების“ გუნდთან შეხვედრისას, პრინციპულად დააყენა ეს საკითხი. სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა ამომწურავი არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი, რომ გაწვეული იყოს ეს პროექტი პარლამენტიდან. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტი გავიწვიოთ პარლამენტიდან. როგორც იცით, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარე შეხვდა პატრიარქს და ეს პოზიცია კიდევ ერთხელ იქნა განხილული და დადასტურებული. გუნდის სახელით გიდასტურებთ, რომ კანაფის წარმოების კანონპროექტი პარლამენტიდან გაწვეული იქნება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები