ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის პუტინთან ურთიერთობა უფრო ადვილია, ვიდრე ზელენსკისთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკელ ჟურნალისტ გლენ ბეკთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობა უფრო ადვილია, ვიდრე უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„ვფიქრობ, ის მზადაა გარიგების დადებისთვის და ვიტყოდი, რომ აქამდე მასთან ურთიერთობა უფრო ადვილი იყო, ვიდრე ზელენსკისთან“, – თქვა ამერიკელმა ლიდერმა.

ტრამპმა ასევე გააკრიტიკა კიევის ხელმძღვანელი თეთრ სახლში ვიზიტის დროს „ყვირილის დაწყებისა“ და ამერიკის ხელისუფლებისგან უსაფრთხოების საკითხებში მეტი მხარდაჭერის მოთხოვნისთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები