„ოპერა შენს ქალაქში“ – მორიგი კონცერტი გაიმართება
30 აპრილს, 17:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროექტის „ოპერა შენს ქალაქში“ ეგიდით ქართული საოპერო მუსიკის კონცერტი გაიმართება. ავტორი და ხელმძღვანელი – ვანო გალუაშვილი.
„მობრძანდით ხვალ, თბილისის უნივერსიტეტის დარბაზში 17.00 საათზე…
ჩემი პროექტი „ოპერა შენს ქალაქში“ წარმოგიდგენთ ქართული საოპერო მუსიკის კონცერტს.
უნივერსიტეტის თეატრის „სხვენის“ წევრები მოგიყვებიან ბიოგრაფიულ და შემოქმედებით ისტორიულ ამბებს გამოჩენილ ქართველ კომპოზიტორებზე,
ჩვენი უმაგრესი მომღერლები წარმოგიდგენენ ნაწყვეტებს სხვადასხვა ოპერიდან: არმაზ დარაშვილი, მაკა ასპანაძე, კახაბერ თეთვაძე, ირინა ალექსიძე, ვახტანგ ჯაშიაშვილი, ნათია ბეჟაშვილი, ალექსანდრე თიბელიშვილი, ფილიპე რაჭავა, გვანცა აბურჯანია,დავით ჭყონია, ლევან თაბუკაშვილი, ეკა ჯეჯელავა, ია მუმლაძე ნატალია კიკნაძე.
კონცერტმაისტერები: ქეთევან გელაშვილი ქეთევან ინანიშვილი; რეჟისორი ზაზა აღლაძე“, – წერს სოციალურ ქსელში ვანო გალუაშვილი.