ალექსანდრე ტაბატაძე – სუს-ის ანგარიშზე: გარე ძალების ყველანაირი მცდელობა დროულად იყო აღკვეთილი და აცილებული

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშს ეხმიანება.

როგორც მან აღნიშნა, გარე ძალების ყველანაირი მცდელობა დროულად იყო აღკვეთილი და აცილებული.

„[არეულობის] მცდელობები, რა თქმა უნდა, ბევრი არის, მაგრამ დღეს სახელმწიფო თავის სამართალდამცავ ორგანოებთან ერთად და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ძალიან კვალიფიციურად ძალიან პროფესიულად ასრულებს თავის მოვალეობას და გარე ძალების ყველანაირი მცდელობა დროულად იყო აღკვეთილი და აცილებული“, – განაცხადა ტაბატაძემ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები