არჩილ გორდულაძე – სუს-ის ანგარიშზე: საქმეებია, რომლებიც პირდაპირ რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის ამოტრიალებას ისახავდა მიზნად
საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად, – ასე ეხმიანება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ 2024 წლის ანგარიშს.
„გარე ძალებისგან შეტევები პირდაპირ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე, სუვერენიტეტზე, რომელიც არა ერთი ვნახეთ წლების განმავლობაში, აქაც უმნიშვნელოვანესია, რომ სამსახური იდგეს და დგას თავის სიმაღლეზე და პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს. საქმეებია, რომლებიც პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ჩამოშლას, ჩვენს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობას და ქვეყნის არევას და ამოტრიალებას ისახავდა მიზნად“, – განაცხადა გორდულაძემ.