მამუკა ბახტაძე: საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი პოლიტიკური ძალა – ეს არის „ნაცმოძრაობა“

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე, “ნაციონალურ მოძრაობას” აკრიტიკებს და პარტიას “რევანშისტულ პოლიტიკურ ძალას” უწოდებს.
შესაბამისი განცხადება ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„საქართველოს უახლეს ისტორიაში გახლავთ მხოლოდ ერთი ძალადობრივი და რევანშისტული პოლიტიკური ძალა, რომელმაც საზოგადოებას თავი სწორედ ამ თვალსაზრისით დაამახსოვრა. ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ის პროპაგანდისტული მექანიზმი, რომელსაც ის ხშირად იყენებს. 2012 წლიდან საქართველოში მშვიდობისა და დემოკრატიის მაღალი ხარისხის გარანტი გახლავთ სწორედ „ქართული ოცნება“ და ეს სტანდარტი ყოველთვის ძალიან მაღალ დონეზე იქნება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები