მამუკა ბახტაძე: რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირება არაეფექტურია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებაზე ისაუბრა.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული სისტემა მეტად ეფექტური უნდა გახდეს სასურველი შედეგის მისაღებად. “რაც შეეხება გამოწვევებს, ამაზეც მინდა შეგახსენოთ, რომ დაწყებული გვქონდა და ვაგრძელებთ ჩვენი რეგიონული მართვის სისტემის რეფორმირებას. ჩვენ გვაქვს ამ სისტემაში ძალიან მნიშვნელოვანი და ხელშესახები არაეფექტურობა, რომელიც აფერხებს იმას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მოკლე ვადაში მივიტანოთ ის კონკრეტული სიკეთე, რომელსაც ესა თუ ის ინიციატივა გულისხმობს. თქვენ თუ შეხედავთ სტატისტიკას და გამოყოფილ ბიუჯეტს, სოციალური პოლიტიკის თვალსაზრისით, ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით, ადგილობრივ დონეზე და ასევე ცენტრალური სისტემის დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესია და ძალიან მნიშვნელოვანი თანხებია ამ ყველაფრისთვის გამოყოფილი. მთავარია ეფექტურობა და ის, რომ ეს კონკრეტული სიკეთეები ჩვენ რაც შეიძლება დროულად მივიტანოთ ჩვენს მოქალაქეებამდე. რაც შეეხება ცვლილებებს, ბუნებრივია, ცვლილებები ისედაც გვქონდა გათვალისწინებული და ამ გზავნილმა კიდევ უფრო დაადასტურა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვჭირდება ძალიან ნიშვნელოვანი ცვლილებები“, – განაცხადა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები