ირაკლი კობახიძე: “ნაციონალურ მოძრაობას” მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან

იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქში, ნინოწმინდაში, რამაც ბუნებრივია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გააღიზიანა და ისინი ერთგვარი შეტევის მიტანას ცდილობენ ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
კობახიძე დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, მეორე ტურშიც მაღალ მხარდაჭერას მიიღებს.
“იყო ძალიან მაღალი შედეგი ახალქალაქში, ნინოწმინდაში, რამაც ბუნებრივია “ნაცმოძრაობის” წარმომადგენლები გააღიზიანა და ისინი ერთგვარი შეტევის მიტანას ცდილობენ ახალქალაქზე, ნინოწმინდაზე. ამისთვის ისინი არასწორ მეთოდებს იყენებენ და ამ არასწორი მეთოდების შედეგი იყო ის სამწუხარო ინციდენტიც, რომელიც მოხდა ახალქალაქში. კიდევ ერთხელ ვუცხადებ თანადგომას ჩვენს თანაგუნდელ ენზელ მკოიანს. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ განმეორდება ის მაღალი შედეგი, რომელიც ახალქალაქსა და ნინოწმინდაში პირველ ტურში იყო. ენზელ მკოიანი ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია და მას აქვს სრული თანადგომა ჩვენი გუნდის მხრიდან”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, როგორ მოხდა კონფლიქტი, კობახიძემ შემდეგნაირად უპასუხა: “ამაზე საბოლოო პასუხს სამართალდამცავი ორგანო გასცემს. რაც შეეხება ჩვენს ინფორმაციას და ეს ინფორმაცია დასტურდება მტკიცებულებებით, კონფლიქტი დაიწყო სწორედ “ნაცმოძრაობამ”, რომელმაც ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურზე პროვოკაცია მოაწყო და რეალურად ეს იყო ამ პროვოკაციის საფუძველი. შესაბამისად, “ნაცმოძრაობას” მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან. ასეთ პროვოკაციებს ექნება ძალიან მკაცრი პასუხი, რა თქმა უნდა, კანონის ჩარჩოებში”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები