მარია ზახაროვა: სამწუხაროა, რომ საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანტირუსული პროპაგანდა ისმოდა

ყოველკვირეული ბრიფინგის დროს რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ საქართველოში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.
“არჩევნები საქართველოში – ეს სახელმწიფოს შიდა საქმიანობაა, შიდაპოლიტიკური პროცესია და თან ამ დროისთვის, დამთავრებულია. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია, მწუხარების გამოთქმაა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ანტირუსული პროპაგანდა ისმოდა. ეს ძალიან საწყენია და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მოგვარებას ხელს არ უწყობს”, – ამბობს ზახაროვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები