აბდალაძე: ვაშაძე არის უნამუსო, მისი ასეთი ზერელე დამოკიდებულებით ჩვენ სრული ჯოჯოხეთი გავიარეთ

ფოტორეპორტიორი გიორგი აბდალაძე პრეზიდენტობის კანდიდატ გრიგოლ ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.
“გრიგოლ ვაშაძე თუ კაცია, თუ ადამიანია, თუ ვაჟკაცია, ჩემთან და ჩემს კოლეგებთან ბოდიში უნდა მოიხადოს. მისი ასეთი ზერელე დამოკიდებულებით ჩვენ გავიარეთ სრული ჯოჯოხეთი, – განაცხადა ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
აბდალაძე გრიგოლ ვაშაძის განცხადებას გამოეხმაურა. ვაშაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
„მინდა,საუბარი დავიწყო იმასთან დაკავშირებით, რომ, თურმე ,გრიგოლ ვაშაძე მე არ მიცნობს . მე ვმუშაობდი საგარეო საქმეთა სამინისტროში , დაახლოებით 1 წელი, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძე ვერ იხსენებს იმ პერიოდს. მე, პირადად, მას ვდებ ბრალს იმაში, რომ მას არ ეყო კაცობა და ვაჟკაცობა იმისა, რომ ვანო მერაბიშვილისთვის ეთქვა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან არაფერი დაკარგულა. კონკრეტულად, ჩემი ბრალდება რაც იყო – თითქოს, მიხეილ სააკაშვილის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის სტენოგრამა , რომელიც შედგა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ეს გრიფით საიდუმლო ინფორმაცია იდო საგარეო საქმეთა სამინსიტროს პრესსამსახურის ოთახში , თითქოს, მე ავიღე. სხვათაშორის, იმ ოთახში დაახლოებით 15 თანამშრომელი იყო ერთდროულად. აღიარებითი ჩვენება როგორ მიიღეს და რა პროცესები ხდებოდა გლდანის ციხეში, ამის მოყოლას აღარ დავიწყებ, იმიტომ, რომ ეს არაერთხელ თქმულა. მაგრამ, დღეს როცა საუაბრია იმაზე , რომ ამ ადამიანს აქვს პრეტენზია საქართველოს პრეზიდენტობაზე, ყველამ უნდა იცოდეს , რომ ეს ადამიანი არის უნამუსო. ჩვენთან მიმართებაში , ჩვენს საქმეში მინიმუმ ბოდიში აქვს მოსახდელი. ჩვენ დაგვდეს ყველაზე მძიმე ბრალი, რუსეთის ჯაშუშობა. მოგასმენინებთ მის დამოკიდებულებას, რადიო თავისუფლების ინტერვიუდანაა ნაწყვეტი. მოსახლეობამ უნდა იცოდეს , რომ ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ გვდებდა რუსეთის ჯაშუშობაზე ბრალს სიგიჟემდე უყვარს რუსეთი , ამ ინტერვიუში ჩანს მისი დამოკიდებულება რუსეთის მიმართ“- განაცხდა გია აბდალაძემ.
მისი თქმითმ არჩევნებზე გრიგოლ ვაშაძისთვის ხმის მიცემა მიხეილ სააკაშვილსითვის ხმის მიცემას ნიშნავს.
„ ჩვენ გრიგოლ ვაშაძეს არ ვირჩევთ , ჩვენ ვირჩევთ მიხეილ სააკაშვილს ყველამ უნდა ვუთხრათ უარი ამ ადამიანს, იმ ჯალათებს .მესმის, რომ უამრავი ადამინი არის განაწყებული „ოცნებაზე“, ვიღაცას არ მოსწონს ქალბატონი სალომე, მაგრამ მე პირადად როგორც რიგითი მოქალაქე, როგორც ადამიანი, რომელსაც არაფერი ცუდი არ გამიკეთებია ჩემი ქვეყნისთვის და სრულ ჯოჯოხეთში გამატარეს , მოვუწოდებ ყველა იმ ადამიანს, ვინც მსგავს მდგომარეობაში იყო , ვისაც მეზობელი ჰყავს, ნათესავი ჰყავს გრიგოლ ვაშაძეს ხმა არ მისცეს და არ დაუშვას, რომ რუსეთის მოქალაქეებისდაბრუნდნენ აქ , მით უმეტეს სათავეში და ბერკეტები ჰქონდეთ. მილიონებს ხარჯავს, რუსეთიდან საკმაოდ ძლიერი პიარშიკების ჯგუფი ჰყავს ჩამოყვანილი, რომელსაც დიდ ფულს უხდის“- განაცხადა აბდალაძემ.
მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
„ვაშაძე თუ კაცია, თუ ადამიანია , თუ ვაჟკაცია, ჩემთან და ჩემს კოლეგებთან ბოდიში უნდა მოიხადოს . მისი ასეთი ზერელე დამოკიდებულებით ჩვენ გავიარეთ სრული ჯოჯოხეთი. მივმართავ პროკურატურას, გაასაჯაროვეთ ის გრიფით საიდუმლო ინფორმაცია, რომლის შინაარსი დღემდე არ ვიცი. რა ჯანდაბის სტენოგრამა წავიღე და რა გავაკეთეთ საერთოდ, არცეთმა არ ვიცით. საქმე ორი მიმართულებით მიდის, ვინც გლდანის ციხეში გვაწამებდა , ერთი ადამიანი დაიჭირეს. „ქილერა,“ ციხის უფროსი ,გაქცეულია საზღვარგარეთ. ამ ადამიანების შეწყალებას აპირებს ვაშაძე ჩვენ არ უნდა მივცეთ მაგის უფლება , რომ ეს ჯალათები ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ საქმიანობას.
ჩვენი საქმე მეორე წელია მიმდინარეობს კადრები რაც გადავიღეთ 26 მაისს , ამის გამო დაგვსაჯეს , ეს დამტკიცდა სასამართლოზე,ჩვენი ფოტოებით მთლ მსოფლიოს შევატყობინეთ რა ხდებოდა და მაგის გამო დავისაჯეთ, რომელი ჯაშუშები ჩვენ ვიყავით? არ ვამბობ რომ ვაშაძის უშუალო ბრძანებით მაწამეს ციხეში . მე თუ ჯაშუში ვიყავი, ის უნდა გადამდგარიყო იმ დღესვე. მე თუ რაღაც მოვიპარე , ვინც იმაზე პასუხისმგებელი იყო, მინუმუმ საყვედური უნდა ეთქვათ მისთვის. კაციშვილი არ დასჯილა საგარეო საქმეთა სამინსიტროში. დავისაჯეთ ჩვენ ,იმის გამო რომ მსოფლიოს 26 მაისი ვაჩვენეთ.
ვაშაძემ დამისახელოს ის კომპიუტერი , ვალდებულია იცოდეს რომელი კომპიუტერიდან , რა სახის სტენოგრამა წავიღე.მე არ ვიცი შინაარსი. როგორ , მის სამინისტროში მოვიპარე რაღაც და მან ინფორმაცია არ იცის? ეს არის აბსურდი. დაისაჯა თუ არა ის თანამშრომელი ვის კომპიუტერთანაც დამსვეს? ვინ არის? დაასახელონ. ორი კომპიუტერი იყო ჩემი და ირაკლი ვეკუასი , ირაკლი ვეკუას მოვუწოდებ, გამოდი და თქვი, რას გიშვებოდნენ იმ პერიოდში .
ვაშაძეს რომ პრეზიდენტობაზე კენჭი არ ეყარა ხმას არ ამოვიღებდი. ჩემთვის მთავარია რეაბილიტაცია, რომელიც ახლა 22 ნოემბერს მოხდება ,მოსამართლე განაჩენზე უნდა გავიდეს. მთავარი მოთხოვნა პროკურატურასთან იყო ის, რომ დამკვეთები დასჯილიყვნენ: უტიაშვილი, ხიზანიშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი სააკაშვილი, ეს ადამიანები აყალბებდნენ ჩვენს საქმეს და უნდა დაიკითხონ ისინი. უნდა გაირკვეს, ვისი დაკვეთით ხდებოდა. დარწმუნებული ვარ ,სააკაშვილის უშუალო გადაწყვეტილებით დაგვიჭირეს და შემდეგ გაგვიშვეს. ჟურნალიტების პროტესტი და მხარდაჭერა რომ არ ა, ჩევნი საქმე ზუსტად ისე დამთავრდებოდა, როგორც თეთრაძის. პირდაპირ მითხრა „ქილერამ“ რომ მე გლდანის ციხიდან ცოცხალი ვერ გავიდოდი“- განაცხადა აბდალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ გუშინ განაცხადა, რომ წარმოდგენა არ აქვს, ვინ არის გიორგი აბდალაძე.
ფოტორეპორტიორმა, გიორგი აბდალაძემ „ტელეიმედის“ ეთერში რამდენიმე დღის წინ ფოტორეპორტიორების (ნათია გედენიძე, გიორგი აბდალაძე, ირაკლი გედენიძე, ზურაბ ქურციკიძე) დაკავების საქმე გაიხსენა და აღნიშნა: „გრიგოლ ვაშაძემ უფრო კარგად იცის და მითხრას, რატომ გამიშვა ციხეში, რატომ აწამებინა ჩემი თავი? ხომ დამიჭირე, რატომ გამიშვი ერთ კვირაში, თუ ორ კვირაში“.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარი პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლას ითხოვს.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები