პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტს გაიწვევენ

პარლამენტიდან კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის გაწვევა მოხდება. შესაბამისი კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
“ჩვენ გვქონდა საუბარი მთელ რიგ საკითხებზე რომელიც რა თქმა უნდა საინტერესოა ეკლესიისთვის, მთავარი საკითხი იყო კანონპროექტი რომელიც ეხება კანაფის ულტივაციას, ამასთან დაკავშირებით ჩვენ მსჯელობა გვქონდა გუნდში, ასევე გუშინ უმრავლესობის შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდა პრეზიდენტობის კანდიდატი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი და გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე რომ მოხდება კანონპროექტის გაწვევა”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე საპატრიარქოში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად იმყოფებოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები