Air France-ის თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის გამო, პარიზში დაბრუნდა

ფრანგული ავიაკომპანიის თვითმფრინავი, რომელიც პარიზიდან ვიეტნამში მიფრინავდა, იძულებული გახდა აფრენის ადგილას დაბრუნებულიყო, ვინაიდან მას არ ჰქონდა ნებართვა რუსეთის საჰაერო ტერიტორიაზე გადაფრენის. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგური Europe 1 ავრცელებს.
ერთ-ერთი მგზავრის განცხადებით, ლაინერის აფრენიდან რამდენიმე საათში კაპიტანმა განაცხადა, რომ მას რუსეთის საჰაერო ტერიტორიაზე ფრენის ნებართვა არ აქვს და იძულებულია, დაბრუნდეს პარიზში.
“ჩვენ გაოგნებულები ვიყავით, არასდროს მსმენია მსგავსი რამ”, – ამბობს მგზავრი.
ავიაკომპანიამ რადიოსადგურს დაუდასტურა, რომ თვითმფრინავი მართლაც იძულებული იყო, დაბრუნებულიყო პარიზში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ პასუხი, თუ რატომ მოხდა ასე. ავიაკომპანია Air France-ის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ შემთხვევა, შესაძლოა, კომპიუტერულ შეცდომას უკავშირდებოდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები