“არ შემხვედრია აფხაზური საზოგადოებიდან ადამიანი, რომელსაც არსებული მდგომარეობა სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობას უჩენს”

„ჯერ არ შემხვედრია აფხაზური საზოგადოებიდან ადამიანი, რომელსაც არსებული მდგომარეობა სიამაყისა და კმაყოფილების გრძნობას უჩენს,“ – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე საუბრისას განაცხადა და აღნიშნა, რომ გარემო, რომელშიც ბავშვებს უწევთ ყოფნა, კერძოდ, ბაღებსა და სკოლებში სამხედრო სიმულაციურ თამაშებში ჩართვის შემთხვევები გავლენას ახდენს მათ ფსიქიკასა და მომავალზე, რისი უფლებაც არავის აქვს.
„იქაური საზოგადოების ძალიან ბევრი წარმომადგენლისათვის ეს არ არის მისაღები. საჭიროა კონკრეტული ქმედებები და ნაბიჯები მდგომარეობის გამოსასწორებლად. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ჩვენგანს უნდა მშვიდობა და უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისათვის. ეს იწყება ბაღებში, სკოლებსა და ოჯახებში და ჩვენ ამისათვის, აუცილებლად, ერთად უნდა ვიმუშაოთ თუ საჭიროა საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატით, საერთაშორისო ინსტრუმენტებით, ბევრი შეხვედრითა და საუბრით. ეს ისეთი თემაა, როცა ყველა დეპოლიტიზირებული ინსტრუმენტის გამოყენება მიზანშეწონილია, რადგან ბავშვებზეა საუბარი. დარწმუნებული ვარ, ამით არამხოლოდ ქართული საზოგადოებაა დაინტერესებული, არამედ იქაური საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილიც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები