საფრანგეთში ტახებზე მონადირეებმა საცხოვრებელი სახლი დაცხრილეს

საფრანგეთში, ჟირონდას დეპარტამენტში ტახებზე მონადირეებმა, შემთხვევით, ადგილობრივი მცხოვრების სახლი დაცხრილეს. მომხდარის შესახებ ინფორმაციას რეგიონალური გაზეთი Depeche ავრცელებს.
სახლის ერთ-ერთი მცხოვრების განცხადებით, ის სასტუმრო ოთახში შვილებთან თამაშობდა, რა დროსაც ფანჯრის ჩამსხვრევის ხმა გაიგო. როგორც აღმოჩნდა, ფანჯარას ტახისთვის დამიზნებული ტყვია მოხვდა, მაგრამ საბედნიეროდ, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
მონადირის ვინაობა, რომელსაც ტახი საცხოვრებელ სახლში “აერია” უკვე დადგენილია. ჟანდარმერიამ იარაღის კონფისკაცია მოახდინა და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები